პრინციპული დაპირისპირება მოიგო თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” საფრანგეთში, ულებ-ის ევროთასის გათამაშების მორიგ მატჩში, რომელშიც “ბურჟს” სტუმრობდა. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური კლუბი თამაშის მსვლელობისას 13 ქულით ჩამორჩებოდა, საბოლოოდ 22-ქულიანი გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 90:68.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა შედეგიანი მატჩი ნამდვილად არ ჰქონია. მან მოედანზე 17:34 წუთი გაატარა და 2 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ ორქულიანი ჩააგდო და 3 სამქულიანი ააცილა. სხვა საქმეა, რომ მატჩის საუკეთესო ეპიზოდის ერთ-ერთი გმირი სწორედ შენგელია
იყო. ის მეტოქის ფარქვეშ შეიჭრა და ზურგს უკან გაუკეთა პასი ჯაკარ სემპსონს, რომელმაც ბურთი ჩატენა და მეტოქე აიძულა, დაჯარიმებულიყო. საკვანძო გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ბოლონიელებმა 27:8 მოიგეს.
"ვირტუს ბოლონიამ" 11 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და ევროთასის B ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. შენგელიას და მის თანაგუნდელებს ტურნირის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვთ, მათი მომდევნო მეტოქეების ვინაობა კი პირველი ეტაპის ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
gbf
შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა: "ვირტუსმა" "გრან კანარია" დაამარცხა
"ნიღაბს ატარებდა და მოიხსნა... მოლოდინი ვერ გაამართლა" - ცსკა-ს პრეზიდენტმა შენგელიას წასვლაზე ვრცლად ისაუბრა
"ცსკა-ში გადასვლა შეცდომა იყო, ვგრძნობდი, რომ..." - შენგელიამ მოსკოვში გატარებულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა