რაც შეეხება კანარის კუნძულებზე გამართულ შეხვედრას, ადგილობრივმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი მეოთხედის 31:17 მოგების შემდეგ რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ დარჩენილ დროში სხვაობა კიდევ უნდა გაზრდილიყო. თუმცა "თოფაშმა“ ბოლომდე იბრძოლა და უკანასკნელ წუთებზე გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. "ტენერიფეს“ რიგებში 27 ქულით ფინელი სასუ სალინი გამოირჩა, რომელმაც 12-დან 8 სამქულიანი ჩააგდო. გიორგი შერმადინის მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 17 ქულა (8/5 ორქულიანი, 10-დან 7 საჯარიმო), 9 მოხსნა, თითო პასი-ჩაჭრა-დაფარება. საერთო სარგებლიანობით შერმადინი მხოლოდ სალინს ჩამორჩა ამ შეფარდებით: 25-21.
"ტენერიფე" ბურსაში განმეორებით შეხვედრას 12 აპრილს გამართავს და თუკი თურქული კლუბი იმარჯვებს, სერიის გადამწყვეტი მატჩი ესპანეთში ჩატარდება.
gbf
შერმადინის "ტენერიფემ" მადრიდის "რეალი" დაამარცხა
შერმადინი ესპანური ლიგის მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
ქართული დერბის გამორჩეული ქართველები: შერმადინის MVP-ის ტიტული და ბურჯანაძის 18 ქულა [VIDEO]