ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "კლივლენდ კავალიერსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 133:115 დაამარცხა.
სტუმართა რიგებიდან ლიდერების არყოფნაში სანდრო მამუკელაშვილმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 28 ქულით (10/18), 13 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ "კავალიერსის" უპირატესობა ერთ მომენტში 40 ქულაც იყო. ჩვენებურის თაოსნობით მოქმედმა ჩემპიონებმა სხვაობა 12 ქულამდეც შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. სანდროსთვის ხსენებული 28 ქულა კარიერაში საუკეთესო (NBA-ს) შედეგია. აქამდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველებიდან შედეგიანობის რეკორდი ზაზა ფაჩულიას ეკუთვნოდა - 27.
"მამუს" მხარი თანასის ანტეტოკუნმპომ
(27) და ჯორდან ნვორამ (24) აუბეს.
რაც შეეხება "კლივლენდს", მასპინძელთა მხრიდან კევინ ლავმა გუნდს 32 ქულა, 10 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ბაქსი" 51 მოგებითა და 30 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე გავიდა, "კავალიერსი" კი 43 გამარჯვებითა და 38 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-8 პოზიციას დასჯერდა.