27 ქულა 25 წუთში - "ბარსელონამ" "ტენერიფე" შეაჩერა, შერმადინი - ვერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი შერმადინის ფანტასტიკური თამაში კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ. ქართველმა ცენტრმა ლამის მარტო ეომა ევროპული კალათბურთის ერთ-ერთ გრანდს და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა პირადი სტატისტიკა ჰქონდა ისეთი, ნებისმიერი ვარსკვლავი ხელს მოაწერდა. შერმადინმა 25 წუთში 27 ქულა ჩაუგდო მასპინძელ “ბარსელონას”, მისი “ტენერიფე” კი დაძაბულ ბრძოლაში – 65:69 დამარცხდა.

ეს მოხდა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში. შერმადინის დიდებული თამაშის წყალობით “ტენერიფე” ტოლ-სწორად ეთამაშა ცნობილ “ბარსას” და გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა. ეს გახლდათ ქართველი ცენტრის შედეგიანობით მეორე საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში – შერმადინის სარგებლიანობის ინდექსმა 37
შეადგინა, ხოლო მისი საუკეთესო შედეგი “გრან კანარიასთან” დაფიქსირდა – 41.

ქართველმა ცენტრმა 27 ქულა ისე მოაგროვა, მხოლოდ 1 ბურთი ააცილა. შერმადინმა 25:21 წუთი ითამაშა და 12-დან 11 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 27 ქულასთან ერთად გიორგიმ 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ტენერიფელთაგან შერმადინის შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე ბრუნო ფიტიპალდოს მხოლოდ 10 ქულა ჰქონდა (სარგებლიანობის ინდექსი 19).

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ბოლო 3 ტურიდან ორჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე და დიდი შანსია, ამ, 30-ე ტურის MVP-ის ტიტულიც დაიმსახუროს. აღნიშნული ტიტულის მოსაგებად, განსხვავებით მატჩის MVP-ისა, აუცილებელი პირობა არაა გამარჯვება. ანუ ტურის MVP შესაძლებელია გახდეს კალათბურთელი, რომლის გუნდიც დამარცხდა. შერმადინის შედეგს კი ამ ტურში დამხობა სავარაუდოდ არ ემუქრება, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი 30-ე ტურის ყველა მატჩის დასრულების შემდეგ გადაწყდება.

“ტენერიფეს” 19 მოგებითა და 11 მარცხით ცხრილში მე-5 ადგილი უკავია და შემდეგ, 30 აპრილს გასამართი 31-ე ტურის მატჩში ანალოგიური შედეგის მქონე კონკურენტს, “მანრესას” ხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი კაცი ხარ შერმა შემოგევლე
ბაჩო
15:35 25-04-2022
0
არ დაბლოკოᲗ....არ ვბალეᲨიკობ იმიტომ რომ დაავიწყდა როგორ მოხვდა კალაᲗბურᲗᲨი და Ჩემი ბავᲨვს არ მიაქცია ყურადᲦება უპატრონო რომ ვარ კლაᲗბურᲗᲨი და ბავᲨვი მყავს 206სმ სიმაᲦლის ...არ მიაქცია არანაირი ყურადᲦება,უმიტომ რომ არ ვიყავი მაგის ნაᲗესავი და ბიᲫაᲨვილი ან ახლობელი.....25 წელს დაბადებული ბავᲨვი 206სმ სიმაᲦლის დარᲩა კალაᲗბურᲗის გარეᲨე ,იმიტომ რომ არ მყავს კალაᲗბურᲗის სამყაროᲨი მეგობარი,არ ვარ მილიონერი და ყველა მიხვდებიᲗ რატომაც
გიო
11:53 25-04-2022
5

სიახლეები პოპულარული