Mundo Deportivo: შენგელია ევროთასის ფინალში - შემდეგ NBA-ში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" სტუმრად "ვალენსია" 83:73 დაამარცხა და ევროთასის ფინალში გავიდა.

შენგელიამ მეტოქის ლიდერი ბოიან დუბლიევიჩი გაანეიტრალა და 26:04 წუთში 15 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკე შედეგინობითა და სარგებლიანობის 16-იანი კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო იყო.

11 მაისს, ფინალში, ბოლონიური გუნდი "ბურსასპორს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ევროლიგის საგზურს მოიპოვებს.

"მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ შენგელიას "ვირტუსთან" კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ბოლონიური კლუბი ხელშეკრულების გახანგრძლივების სანაცვლოდ სეზონურ
გასამრჯელოდ 1.8 მილიონ ევროს სთავაზობს. თუ ბიუჯეტმა ამის საშუალება მისცა, მის გადაბირებას "ბარსელონა" შეეცდება.

გამოცემის მტკიცებით, 30 წლის ქართველის სამსახურით აგრეთვე "მაკაბი", "ანადოლუ", "რეალი", "ვალენსია", "ფენერბაჰჩე", "რეალი" და მისი ყოფილი გუნდი "ბასკონია" არიან დაინტერესებულნი, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ყველაზე მეტი შანსი "ბარსასა" და "ფენერს" აქვთ.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, შენგელიას არ სურს NBA-ში დაბრუნების შესაძლებლობა გაუშვას ხელიდან და ზაფხულში სხვადასხვა ვარიანტს შეისწავლის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სად ვირტუსში თამაში და სად ბარსელონაში,ევროპის საუკეთესო ლიგაში და გუნდში,თან უდიდესი შანსი ევროლიგა მოიგო
სოსო
20:15 05-05-2022
0
მე მგონია, რომ ბოლონია საუკეთესო არჩევანია, ბელინელი, თეოდოსიჩი, ჰაკეტი, კარგი კონტრაქტი, იტალია, მგონი ეს გუნდი ბევრად უკეთ შეთამაშდება იმიტომ, რომ ყველა სუპერგამოცდილი კალათბურთელები არიან. განასწავლულობით თოკო რაც არის, წუხელ კარგად გამოჩნდა. ნამდვილი პროფესორია. ერთი რამეც, თოკოს დონის კალათბურთელს უბრალოდ არ ეკადრება ასეთი ცუდი მაჯა, ამას ყველა ძალიან განვიცდით დარწმუნებული ვარ, ივარჯიშე რა სროლებში თოკო! ყოველ მე2-მე3 თამაშში სროლის სტილს იცვლის, ხან ერთი მანერით ესვრის, ხან მეორეთი, გასაკვირია უმაღლესი კლასის კალათბურთელისაგან, ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, პირიქით, თოკო ძალიან მიყვარს და ვაფასებ, მაგრამ სიმართლე ღმერთს უხარიაო....
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული