100-პროცენტიანი შერმადინი და "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. დღეს, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში აღნიშნული ტურნირის 4 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა – “ტენერიფეს” მეტოქედ ებრაული “ჰაპოელ ჰოლონი” ჰყავდა, მეორე ნახევარფინალში კი ერთმანეთს ესპანური “მანრესა” და გერმანული “ლუდვიგსბურგი” შეხვდნენ.

ორივე მატჩი დაძაბული გამოდგა, ჩვენ კი ყურადღება შერმადინზე გავამახვილოთ. გიორგიმ მოედანზე 22:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 6-დან 6 ორქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 68:69-ზე მნიშვნელოვანი 2-ქულიანი ჩააგდო და მთელი მატჩის მანძილზე მოლიდერე ტენერიფე ისევ
წინ გაიყვანა. საბოლოოდ “ტენერიფემ” 78:71 მოიგო და ფინალში გავიდა.

მატჩის MVP მარსელინო უერტასი გახდა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. ისრაელის წარმომადგენელი კლუბის მხრიდან საუკეთესო ჯო რაგლანდი იყო, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. მეორე ნახევარფინალში “მანრესამ” იმარჯვა და სწორედ ეს გუნდი დაუპირისპირდება “ტენერიფეს” ესპანურ ფინალში. სატიტულო მატჩი ბილბო არენაზე 8 მაისს გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი გუნდი შეიკრიბა ნაკრებში, თუ განოუშვეს ნბა კალათბურთელებიც ევროპაზე. შერმადინი, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი.

ცოტა მაკფადენი დაგვიბერდა.

საინტერესოა ვინც კარგად ერკვევით კალათბურთში, ორივე ცენტრს ერთად ათამაშებს, ბითაძე შერმადინს ინდიანას სტილში ))) თუ იცვლებიან
მაგარი გუნდი გვყავს
13:11 07-05-2022
1

სიახლეები პოპულარული