შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი "ტენერიფეს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ფინალში "ტენერიფემ" ასევე ესპანური "მანრესა" 98:87 დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

შერმადინმა 19:28 წუთში 14 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.

Sportall.Ge

მატჩის MVP გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო და 14 პასი გააკეთა. კანარიული გუნდიდან შედეგიანობით აგრეთვე სასუ სალინი (18) და კაილ ვილტჯერი (17) გამოირჩნენ.

თასი უერტასმა და შერმადინმა აღმართეს.

ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავ გიორგის და თოკოს..ევროპის თასების ფინალებში გამარჯვებას...ძალაინ წარმატებული თვეა ჩვენი ბიჭებისთვის...და იქნებ უფრო მეტად გაგეშუქებინათ ორივე თასის ფინალური თამაშები...ძალიან ვართ ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვებებით განებივრებულები?!..საიტის მოწინავე სტატიებს მეგონა ამ გამარჯვებებს მიუძღვნიდით...თოკოზე საერთოდ არაფერი დაგიწერიათ..
ბუჯანგა
01:11 12-05-2022
0
ღმერთო გვიმრავლე ასეთი სპორცმენები
ალიბეგ
23:58 09-05-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული