შერმადინი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი "ტენერიფეს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ფინალში "ტენერიფემ" ასევე ესპანური "მანრესა" 98:87 დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

შერმადინმა 19:28 წუთში 14 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.

Sportall.Ge

მატჩის MVP გიორგის თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი გახდა, რომელმაც 13 ქულა ჩააგდო და 14 პასი გააკეთა. კანარიული გუნდიდან შედეგიანობით აგრეთვე სასუ სალინი (18) და კაილ ვილტჯერი (17) გამოირჩნენ.

თასი უერტასმა და შერმადინმა აღმართეს.

ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავ გიორგის და თოკოს..ევროპის თასების ფინალებში გამარჯვებას...ძალაინ წარმატებული თვეა ჩვენი ბიჭებისთვის...და იქნებ უფრო მეტად გაგეშუქებინათ ორივე თასის ფინალური თამაშები...ძალიან ვართ ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვებებით განებივრებულები?!..საიტის მოწინავე სტატიებს მეგონა ამ გამარჯვებებს მიუძღვნიდით...თოკოზე საერთოდ არაფერი დაგიწერიათ..
ბუჯანგა
12 მაისი 2022 01:11
0
ღმერთო გვიმრავლე ასეთი სპორცმენები
ალიბეგ
09 მაისი 2022 23:58
0
გიორგის წარმატებები და ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. წესიერი და პატიოსანი ადამიანია.
სანდრო
09 მაისი 2022 16:20
0
ყოჩაღ შერმადინი
ლაზარია
09 მაისი 2022 16:14
0
ვულოცავ ქართულ კალათბურთს და გიორგის ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ამასთან ერთად ერთ გაკვირვებასაც გამოვთქვამ, რომ ესპანური კალათბურთი ევროპაში ლიდერია, მისი ლიდერი კი შერმადინი და შენგელიაა, მაგარი ბიჭები გვყვალან ნბა-ში. საქართველოს ნაკრები კი ევროპაზე ჯგუფიდან გასვლასზე ოცნებობს. ხომ არაა დრო ჩვენს ბიჭებს სამეული დავუსახოთ მიზნად და არა რვაეული?
ჟორა გაბრიჭიძე
09 მაისი 2022 10:41
1
გამთამაშებლის და მსროლელის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები გვაქ. მარტო ერთი მაქფადენით შორს ვერ წავალთ.
ეეე
09 მაისი 2022 14:01
1
ვულოცავთ გიოს და ქართულ კალათბურთს ამ წარმატებას. მართლაცე საუცხოო სეზონი ჩაატარა და წლიდან წლამდე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. კიდევ ბერი წარმატება ქართულ კალათბურთს.
simartle
09 მაისი 2022 05:11
0

სიახლეები პოპულარული