შერმადინმა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი გამარჯვებით დახურა

AutoSharing Option
ესპანეთის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” 34 ტურში 21 მატჩი მოიგო, მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ტენერიფელები მეოთხედფინალურ სერიაში მე-4 ადგილზე გასულ “ხუვენტუდს” შეხვდებიან. აქვე გეტყვით, რომ რეგულარული ჩემპიონატი “ბარსელონამ” მოიგო (27-7), მეორე იყო “რეალი” (25-9), ხოლო მესამეზე “ვალენსია” (23-11) გავიდა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში “ტენერიფე” გასვლაზე “ანდორას” შეხვდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 77:75 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი ქართველმა კალათბურთელმა დააფიქსირა, რომელმაც 23:27 წუთში 14 ქულა
და 4 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სარგებლიანობის კოეფიციენტმა კი 18 ერთეული შეადგინა.

მეოთხედფინალური სერიები 3 მოგებამდეა. სხვა წყვილები კი ასე გამოიყურება:
ბარსელონა – გრან კანარია
რეალი – მანრესა
ვალენსია – ბასკონია

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხ შერმო არ უნდა ჩაგეგდო, წაგებით არაფერი აკლდებოდათ, მოგებით კი საწყალი ანდორელები, საკუთარი გულშემატკივარის წინაშე, გაისტუმრეს უმაღლესი ლიგიდან. აგეცილებინა რა და უამრავ გახარებულ ხალხს ნახავდი, სულ შენ ლოცვაში იქნებოდნენ, ასე კი ვფიქრობ ბევრი გინების მოსმენა მოგიხდა ;)
4

სიახლეები პოპულარული