Basketnews: შენგელიამ მძიმე ტრავმა მიიღო - მას NBA-ში დაბრუნება სურს

AutoSharing Option
"პეზაროსთან" მოგებულ (82:76) იტალიის სერია A-ს მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში "ვირტუსის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე შენგელიამ მარჯვენა კოჭ-წვივის სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

მან ამ შეხვედრაში 12 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და სავარაუდოდ, მეოთხედფინალურ სერიაში თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება.

Basketnews-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენგელია ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, ახლა კი იტყობინება, რომ ქართველის სამსახურით ევროლიგის რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, მაგრამ ყველასთან მოლაპარაკება შეჩერებულია, ვინაიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით NBA-ში დაბრუნება უნდა და ეს მისი მთავარი
მიზანია.

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა ბოროტო, ბოღმიანო, "ურა პატრიოტებო" გაიხარეთ. თქვენს ჯინაზე თოკო მალე გამოჯამრთელდება და კვლავ გაგვახარებს!
წარმატება თორნიკეს!
09:10 17-05-2022
4
პირადა ჩემთვის მთავარია თოკო ევროპის ჩემპიონატისათვის სრულად იყოს მზად. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
13:35 17-05-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული