თითქმის ერთ თვეში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები განახლდება. G ჯგუფში საქართველოს ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს, 1-ელ ივლისს ქართველები რიგაში უკრაინას დაუპირისპირდებიან, 4 ივლისს კი ესპანეთს ვუმასპინძლებთ. მატჩების წინ FIBA-ს გვერდმა განვლილი 4 ტურის შემდეგ 4 საუკეთესო მომენტი შემოგვთავაზა. აქედან ერთ-ერთი თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე ჩატენვა იყო.
"ამ შეხვედრაში გამარჯვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი ცდილობენ, მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ადგილი მოიპოვონ. განსაკუთრებით, ეს ზეწოლა საქართველოზე მოქმედებდა, რადგან ქართველები საკუთარ კედლებში თამაშობდნენ.
თორნიკე შენგელიამ ამ ლამაზი ჩატენვით თამაშში ხელმეორე მუხტი შემოიტანა. ზოგადად შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ლიდერი 15-ჯერ შეიცვალა. ქართული ფესვების ევროპელი ვარსკვლავი საკუთარ ფარზე ბურთის მოხსნის შემდეგ ელვისებური სიჩქარით გაიქცა და აგრესიული ჩატენვაც შემოგვთავაზა. ფანტასტიკური მომენტი იყო ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელისგან.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩი 88:83 მოიგო, შენგელიამ 16 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა, ქართველებს კი ამ დროისთვის 4 მატჩიდან 3 გამარჯვება აქვთ" - წერს FIBA.