ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საზაფხულო ლიგა მიმდინარეობს. "მილუოკი ბაქსი" "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდა და 94:90 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 28:01 წუთი დაჰყო, რა დროშიც 17 ქულა (4/5 სამქულიანი), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. მშვენიერი სტატისტიკურ მონაგართან ერთად "მამუს" 2 დაკარგვა და 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა, იმედია მომდევნო შეხვედრებში ამ კომპონენტს გამოასწორებს და მარგი ქმედების კოეფიციენტიც უფრო მაღალი ექნება (+7 ჰქონდა).
"ბაქსი" მომდევნო შეხვედრას 12 ივლისს, "ბოსტონ სელეტიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.