"საზაფხულო ლიგა უკეთესი გახადა..." - უცხოური გამოცემა მამუკელაშვილის თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი შესანიშნავ ფორმაშია, ქართველმა მიჯრით რამდენიმე შეხვედრა ბრწყინვალედ ჩაატარა.

სანდროს თამაშებს საზაფხულო ლიგაზე უცხოური გამოცემა darik.news ეხმაურება.

"ლას ვეგასში საზაფხულო ლიგა გრძელდება, დრაფტის ორი მთავარი ვარსკვლავი, პაოლო ბანჩერო ("ორლანდო მეჯიქი") და ჩეტ ჰოლმგრენი ("ოკლაჰომა") შესანიშნავად გამოიყურებიან, რაც გასაკვირი არაა. თუმცა ზოგიერთი მოთამაშესთვის, ვეგასში ეს კვირები, შესაძლოა წვეულებაა, ან შეხსენება, რომ ნიჭიერი მოთამაშეები საკუთარ შანსს ელიან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში".

გამოცემა ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის, პირველ ადგილს სანდრო მამუკელაშვილს ანიჭებს.

"სანდრო მამუკელაშვილი ორმხრივი მოთამაშეა, რომელიც შეტევაშიც სასარგებლოა და დაცვაშიც, "მილუოკის" გაუმართლა.
პირველ სამ თამაშში სანდრო საშუალოდ 21 ქულას აგროვებდა, პერიმეტრიდან 16 დან 9 სამქულიანი მოათავსა. სიმაღლის მიუხედავად, კარგად შეუძლია ბურთის კონტროლი. ქართველი "სეტონ ჰოლის" ღირსებას იცავდა კოლეჯების ლიგაში, როგორც ჩანს, მამუკელაშვილი უმჯობესდება".

შეგახსენებთ, საზაფხულო ლიგაზე სანდროს "მილუოკი ბაქსს" 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.

altმამუკელაშვილი კვლავ გამორჩეულია - 19 ქულა, 6 მოხსნა და მორიგი გამარჯვება საზაფხულო ლიგაში [VIDEO]


altმამუკელაშვილს ვეღარ აჩერებენ - 18 ქულა, 15 მოხსნა და გამარჯვება [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა შენ იცი სანდრო, ნაკრებში გაგვახარე
Nukri
10:34 16-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული