სანდროს თამაშებს საზაფხულო ლიგაზე უცხოური გამოცემა darik.news ეხმაურება.
"ლას ვეგასში საზაფხულო ლიგა გრძელდება, დრაფტის ორი მთავარი ვარსკვლავი, პაოლო ბანჩერო ("ორლანდო მეჯიქი") და ჩეტ ჰოლმგრენი ("ოკლაჰომა") შესანიშნავად გამოიყურებიან, რაც გასაკვირი არაა. თუმცა ზოგიერთი მოთამაშესთვის, ვეგასში ეს კვირები, შესაძლოა წვეულებაა, ან შეხსენება, რომ ნიჭიერი მოთამაშეები საკუთარ შანსს ელიან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში".
გამოცემა ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორის, პირველ ადგილს სანდრო მამუკელაშვილს ანიჭებს.
"სანდრო მამუკელაშვილი ორმხრივი მოთამაშეა, რომელიც შეტევაშიც სასარგებლოა და დაცვაშიც, "მილუოკის" გაუმართლა.
შეგახსენებთ, საზაფხულო ლიგაზე სანდროს "მილუოკი ბაქსს" 3 მოგება და 1 მარცხი აქვს.
მამუკელაშვილი კვლავ გამორჩეულია - 19 ქულა, 6 მოხსნა და მორიგი გამარჯვება საზაფხულო ლიგაში [VIDEO]
მამუკელაშვილს ვეღარ აჩერებენ - 18 ქულა, 15 მოხსნა და გამარჯვება [VIDEO]