გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 36 წლის გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ტუნისის "მონასტირში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის საიტი ავრცელებს.

ცინცაძეს "მონასტირმა" ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ეს გუნდი აფრიკის ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია და მის ღირსებას საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი იცავს.

ცინცაძისთვის ეს კარიერაში 26-ე კლუბი იქნება. მან ტრავმა მოირჩინა და ნაკრებთან ერთად სლოვენიაში შეკრებაზე იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე შემიძლია ვასწავლო კალათბურთელს, როგორ არ დაიღალოს 4 პერიოდის განმავლობაში. მთავარია დამიჯერონ და მიყვნენ ინსტრუქციებს!
გუჯა კახაძე
00:35 03-08-2022
0

სიახლეები პოპულარული