რატომ აკრიტიკებს სპალეტი კვარაცხელიას? - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით უკმაყოფილოა, სრული სიცრუეა. ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli.it-ის ჟურნალისტი გაეტანო ბრუნეტი ავრცელებს.

მისი თქმით, სპალეტი კვარაცხელიას უბრალოდ უფრთხილდება და ქართველზე ზეწოლის შემცირებას ცდილობს.

"ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ არის ფეხბურთელი, რომელმაც იტალიელი გულშემატკივრები თავისი თამაშით ყველაზე მეტად გააოცა. მისი ტექნიკური, ხავერდოვანი მოძრაობები არც პროფესიონალებს გამორჩენიათ და ქართველის შესახებ ბევრს საუბრობენ. აქ ჩამოსვლამდე ხვიჩა ევროპელი ქომაგებისთვის უცხო იყო, "კვარას" შესაძლებლობების ბევრმა არ ირწმუნა, გარდა "ნაპოლის" სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლისა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "რეინჯერსთან" გამართული
მატჩის შემდეგ (0:3) განაცხადა, რომ კვარაცხელიას ასეთი თამაშით სულაც არაა გაკვირვებული. ამ მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტის განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

"კვარაცხელია? თქვენ ამბობთ, რომ ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა შემდეგ მეკარესთან ახლოს რჩება და კარში ურტყამს მაშინ, როდესაც გვერდით თავისუფალი პარტნიორი ჰყავს, "კვარა" გუნდისთვის ბევრს აკეთებს, მეტოქის დაცვაზე ზეწოლას ახდენს, ბევრ დრიბლინგს აკეთებს და გუნდისთვის უპირატესობას ქმნის, მაგრამ სწორი გამოსავლის მოძებნა უნდა ისწავლოს" - განაცხადა სპალეტიმ.

იტალიელმა სპეციალისტმა თითქმის მსგავსი განცხადება გააკეთა "მონცასთან" მატჩის შემდეგაც:

"ქართველი ძლიერი მოთამაშეა, კარგი საფეხბურთო მონაცემებით, მაგრამ დღეს ძალიან დაძაბული იყო, დიდ ზეწოლას გრძნობს და იცის, რომ ნეაპოლელი ქომაგი მისგან ბევრს მოითხოვს, ამიტომ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება" - აღნიშნა ლუჩანომ.

"სპალეტის სიტყვები ინტერნეტში სულ სხვა ინტერპრეტაციით, ჭორის სახით გავრცელდა, თითქოს მწვრთნელს ფეხბურთელის მიმართ "შურიც" ჰქონდა, სიმართლე კი სულ სხვა სახისაა - ლუჩანოს უდიდესი გამოცდილება აქვს და იცის, როგორ მოუფრთხილდეს ფეხბურთელს. მისი სიტყვები ხვიჩასთვის მხოლოდ სტიმულის მიმცემია და "კვარას" გაუმჯობესებას ემსახურება. ქართველზე ზედმეტი ყურადღება შესაძლოა მავნე იყოს. "ინტერისა" და "რომას" ყოფილ თავკაცს ეს ძალიან კარგად ესმის და კვარაცხელიაზე ზეწოლის შემცირებას ცდილობს" - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მეშვიდე ტურში "მილანს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. მატჩის ხილვას "სეტანტა სპორტს ჯორჯიაზე" შეძლებთ.

altSpazio Napoli: კვარაცხელია - ვარსკვლავი ხარვეზებით, რომელთა გამოსწორება საჭიროა

altთანაგუნდელებისა და მწვრთნელის ფაქტორი კვარაცხელიას თამაშში - რა როგორ უნდა გავიგოთ...


მკითხველის კომენტარები / 22 /
ხვიჩა, გახსოვდეს ქინქლაძე, რომელიც უდუდესი ტალანტი იყო, გჰახსოვდეს და გაითვალისწინე, შე საქართველოს სიხარული ხარ, წარმატებები, წარმატებები, ირო ორდა, მანგარო ორდა.
საქართველო
11:55 16-09-2022
5
ის პენალტის ეპიზოდი სრული სიცრუე აღმოჩნდა. კვარამ მოიპოვა პენალი, ბურთთან იმიტომ მივიდა, რომ ზელინსკისთვის მიეტანა, რადგან ორი გაფუჭებული პენლის მერე ფსიქოლოგიურად ცუდად იყო ზელინსკი. ეს კამერებმაც დააფიქსირეს, როგორ ამხნევებს ხვიჩა ზელინსკის. თავად ხვიჩა არ წასულა პენლის დასარტყმელად და არავის გამოუგლეჯია მითვის ბურთი.
ის რეაქცია, რაც ქართველებმა ნაპოლის გვერდზე გამოავლინეს, არის სრულიად კომენტარების პასუხისმგებლობა.
მივიდა "ბავშვი" ბურთთან მაგრამ არ დაარტყმევინესო, რომ წამოიძახა უაზროდ და არაპროფესიონალურად.
უკაცრავად მაგრამ თამაში თუ მიგყავს, მინიმუმ "ბავშვად" არ უნდა მოიხსენიო მოთამაშე და არასწორი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდო მაყურებელს, რომლის ემოციებზეც თამაშობ და რომლებსაც შენი ნათქვამი ყველა სიტყვის სჯერათ!
ეს კომპლექსები მოვიხსნათ და ხვიჩასაც ნუ ვახვევთ თავს. თითქოს ხვიჩას ვინმე ჩაგრავს, რა სისულელეა ეს. კრიტიკა რომელ ფეხბურთელს არ შეხვედრია, ერთსაც ვერ დაასახელებთ.
ის, რომ მაყურებელს უყვარს ყველასთვის გასაგებია და ჩემთვისაც, როგორც მისი თავგადაკლული გულშემატკივრისთვის, მისი არცერთი კრიტიკა სასიამოვნო არაა. მაგრამ ფეხბურთი ამისგან შედგება და ამას ვერ გავექცევით.
მწვრთნელმა უნდა მისცეს შენიშვნა და ხვიჩა უნდა გაიზარდოს, შეცდომებზე ისწავლოს. ეს დამატებითი მოტივაციაა. მესი და რონალდუსთვის რომ 21 წლის ასაკში შენიშვნები არ მიეცათ ამ დონემდე ავიდოდნენ?
მოდით რა, ვიღაცას კვარას გოლზე 100 ლარი ედო, წააგო და სპალეტის აგინებს, ასე ნუ მოვიქცევით ოფიციალურ გვერდზე მაინც ძალიან გთხოვთ!
ჩვენს ქართულ საიტებზე რამდენიც გინდათ წერეთ და მოიოხეთ გული!
ამით ხვიჩას აზარალებთ იცოდეთ!
Skeleton
13:01 16-09-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული