„ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელმა რიკ კარლაილმა განაცხადა, რომ ბითაძე ნიჭიერი მეხუთე ნომერია, თამაშის რიტმს გრძნობს, სროლაც ეხერხება, პასიც, ბლოკის დაყენებაც და ასეთი ცენტრი ხეზე არ ასხია.
გოგა ინდიანურ გუნდში 2019 წლის დრაფტის შემდეგ მოხვდა. იმედია, ახალ სეზონში თავს გამოიჩენს და NBA-ს ისეთ კლუბში გადავა, სადაც საკმარისი სათამაშო დრო ექნება.
გოგას რომ ნიჭი და უნარი აქვს, ეს არაერთგზის აჩვენა NBA-ში. იმედია შესაფერისი გუნდი გამოჩნდება.