შეგახსენებთ, რომ შენგელიამ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ევრობასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართა, მხარი დაიზიანა, თუმცა ექიმების დაკვირვებული ანალიზის შემდეგ ოპერაციას გადაურჩა და თერაპიული კურსით გააგრძელა მკურნალობა. როგორც დაგეგმილი იყო, თორნიკე მოედანზე გასასვლელად ოქტომბრის ბოლოსთვის იქნებოდა
ეს ამბავი ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს ნაკრებს ნოემბრის შუა პერიოდში სასიცოცხლო მნიშვნელობის მსოფლიო საკვალიფიკაციო მატჩები ელის: 11-ში ისლანდიაში და 14-ში თბილისში, იტალიასთან.
31 წლის თორნიკე შენგელია "ვირტუს ბოლონიას" გაზაფხულზე, რუსეთის დატოვების შემდეგ შეუერთდა და მასთან ერთად საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა, იტალიურ ლიგაში კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ტრავმის მიუხედავად, "ვირტუს ბოლონიამ" ქართველ კალათბურთელს ახალი სეზონის წინ კონტრაქტი გაუფორმა.
GBF