თორნიკე შენგელიამ ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და ევროლიგაზე მეორასე მატჩი ჩაატარა.
მეექვსე ტურში შენგელიას "ვირტუსი" ბოლონიაში "ვილერბანთან" 79:84 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 14 ქულით მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ სტუმრებმა იმარჯვეს.
შენგელიამ 16:38 წუთში 7 ქულა (6-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი), 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 3 იყო.
"ვირტუსი" 2 მოგებით მეთხუთმეტე ადგილზეა და 9 ნოემბერს გასვლაზე "მილანოს" შეხვდება.