"ინდიანამ" "ლეიკერსი" ბოლო წამზე დაამარცხა - გოგა კვლავ ლიმიტირებული დროით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და ენდრიუ დემბჰერდის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით 116:115 დაამარცხა.

გიგა ბითაძემ მოედანზე სულ რაღაც 3 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 ასისტი მიითვალა.

ტაირის ჰალიბარტონმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

მატჩის გმირმა ენდრიუ დემბჰერდმა აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა თავი 25 ქულით, 13 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს, "საკრამეტნო კინგსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 7 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 1-ელ დეკემბერს კი "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ასეთ სიტუაციას როგორ ეგუებიან მიკვირს. კაცი 3 წელია ერთ ადგილს ტკეპნის და არ აწუხებს ეს თემა. ან მოთხოვე ხემძღვანელობას სხვაგან გაგიშვან ან დაბრუნდი ევროპაში. პროფესიონალიზმის ნაკლებობაა და მოტივაციის არ არსებობა. ქართული პონტია. რეალში ვიყო და თუ გინდა სულ არ მათამაშონო:)
giorgi
29 ნოემბერი 2022 15:39
0
გოგას ვარსკვლავური მონაცემები აქვს და მისი რეალიზაციისათვის სათამაშო პრაქტიკა ჭირდება. სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ინდიანას მწვრთნელს, თუ გინდ ევროპაში წამოვიდეს, თორემ მალე კალათბურთის თამაშს დაავიწყებენ
თენგაბი
29 ნოემბერი 2022 15:15
0
ამ სტატიასთან არაფერს შუაშია ....უნდა დავწერო ჩემი აზრი ეს არ არის მედიაში იწერებოდა და აქ წავიკითხე....სანიკიძე რომ აირჩიეს 100 მილიონით მოვიდა პრეზიდენტთან.რა მაინტერესებს 100 მილიონი განა თანხები არ გამოძებნა რომ ასაკობრივი ჩემპიონატები მთელი სეზონის განმავლობაში ჩატარებულიყო.მოედნები საკმარისია.
მოქალაქე
29 ნოემბერი 2022 12:29
0
გეთანხმებით . ასაკობრივების ჩატარებას ვერ აბამენ თავს . არც კალენდარი , არც გეგმა , არც მსაჯები , ... არც და არც .. აზრზე არ არიან , ან არ აინტერესებთ , რეგიონები მიტოვებული , არანაირი ყურადღება . ამიტომ გვიდგას წარმატებული ,,შემოდგომა " გინდ ასაკობრივში , გინდ საკლუბოში , გინდ დიდ ნაკრებში . ბითაძის ნბა-ში ყოფნა კიდევ , შემირცხვენია . უთხრა თავისმა ერთმა მწვრთნელმა , ჯერ ადრეა შენთვის იქო და არ დაუჯერა .
ტარიელი
01 დეკემბერი 2022 05:20
0
სეზონის ბოლოს კი არა თუ შესაძლებელია იანვარშივე უნდა წამოვიდეს ევროპაში, თორემ ცქიტიშვილის ბედს გაიზირებს.
რრრ
29 ნოემბერი 2022 12:13
0
ამ სეზონშიც თუ ასე გაგარძელდა როგორც აქამდე, გოგა უნდა დაბრუნდეს ევროპაში. დრო აღარ უნდა დაკარგოს, თორემ ისეთი რეგრესი დაეწყება მერე გვიან იქნება. ნაკრებშიც ვეღარ იყო ისეთი როგორიც ადრე, თუმცა მეტს მოველოდით ვიდრე ადრე იყო.
G.LA
29 ნოემბერი 2022 10:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული