"ინდიანამ" "ლეიკერსი" ბოლო წამზე დაამარცხა - გოგა კვლავ ლიმიტირებული დროით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და ენდრიუ დემბჰერდის სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანით 116:115 დაამარცხა.

გიგა ბითაძემ მოედანზე სულ რაღაც 3 წუთი დაჰყო, რა დროშიც 1 ასისტი მიითვალა.

ტაირის ჰალიბარტონმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.

მატჩის გმირმა ენდრიუ დემბჰერდმა აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

კალიფორნიელების შემადგენლობიდან ენტონი დევისმა თავი 25 ქულით, 13 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 4 დაფარებით გამოიჩინა.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 24 ქულა, 4 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ლებრონ ჯეიმსმა 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "პეისერსი" 12 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს, "საკრამეტნო კინგსთან" გამართავს.

"ლეიკერსი" 7 მოგებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 1-ელ დეკემბერს კი "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ სეზონშიც თუ ასე გაგარძელდა როგორც აქამდე, გოგა უნდა დაბრუნდეს ევროპაში. დრო აღარ უნდა დაკარგოს, თორემ ისეთი რეგრესი დაეწყება მერე გვიან იქნება. ნაკრებშიც ვეღარ იყო ისეთი როგორიც ადრე, თუმცა მეტს მოველოდით ვიდრე ადრე იყო.
G.LA
10:46 29-11-2022
0
ამ სტატიასთან არაფერს შუაშია ....უნდა დავწერო ჩემი აზრი ეს არ არის მედიაში იწერებოდა და აქ წავიკითხე....სანიკიძე რომ აირჩიეს 100 მილიონით მოვიდა პრეზიდენტთან.რა მაინტერესებს 100 მილიონი განა თანხები არ გამოძებნა რომ ასაკობრივი ჩემპიონატები მთელი სეზონის განმავლობაში ჩატარებულიყო.მოედნები საკმარისია.
მოქალაქე
12:29 29-11-2022
0

სიახლეები პოპულარული