G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის "ვისკონსინ ჰერდმა" "გრანდ რაპიდსი" 112:106 დაამარცხა.
"მამუმ" მოედანზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 32 ქულით (13/19), 14 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი "მილუოკი ბაქსის" ღირსებას იცავს, თუმცა გუნდში დიდი კონკურენციაა, რის გამოც მთავარი მწვრთნელი სანდროს ოპტიმალური ფორმის შესანარჩუნებლად და გამოცდილების მისაღებად განვითარების ლიგაში თამაშის შესაძლებლობას აძლევს, ქართველი კი კი თავს ყველაფერს კარგად ართმევს.