შენგელიას 9 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება ევროლიგაში

AutoSharing Option
ბოლონიურმა "ვირტუსმა", რომლის ღირსებასაც თორნიკე შენგელია იცავს, ევროლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. იტალიურმა კლუბმა ბოლონიაში ბერლინის "ალბას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 85:79 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა "ვირტუსის" სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:15 წუთში 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ სამქულიანი ერთხელ ისროლა და ჩააგდო, მისი 6 ორქულიანიდან კი ზუსტი 2 აღმოჩნდა, ხოლო 3 საჯარიმოდან – 2. გამარჯვებულთა შორის საუკეთესო 16 ქულით კაილ უიმსი იყო.

"ვირტუსს" ევროლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.
შენგელიას გუნდი ტურნირში მომდევნო თამაშს 16 დეკემბერს, თელ-ავივის "მაქაბისთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
შენგელიას დიდი უკუსვლა აქვს კარიერაში!!
ირაკლი
20:37 15-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული