
როგორც ყველა "ოლ სტარი" ეს მატჩიც გასართობი ხასიათისა იყო. გულშემატკივარმა იხილა კონცერტი და ეფექტური წარმოდგენა ჩატენვებში. შესაბამისად, საკალათბურთო შეხვედრის დრო ორჯერ შემცირდა – გუნდებმა 5-წუთიანი ოთხი მეოთხედი ითამაშეს. სულ 20 წუთი.
საკუთარ თამაშსა და შთაბეჭდილებებზე დუდა სანაძე მოგვითხრობს:
"ძალიან სასიამოვნო
იყო ხუთეულში მოხვედრა. რადგან მატჩის დრო შემოკლებული იყო, 10 წუთი ვითამაშე და 11 ქულა მოვაგროვე. ჩავაგდე 3 სამქულიანი და ერთი ორიანი. საერთო ჯამში ლამაზი წარმოდგენა გამოვიდა".
GBF.GE