თორნიკე შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 23 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა. მის ანგარიშზე 21 ქულაა. შენგელიასთვის ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მან ევროლიგის მატჩებში მოგროვებული პასები 400-ამდე შეავსო.
"ვირტუსს" 18 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. თავის მხრივ, "ჟალგირისი" 10 მოგებით მეშვიდე პოზიციაზეა. პლეი-ოფში საუკეთესო რვაეული გადის.
GBF