შენგელიას საიუბილეო მე-400 პასი ევროლიგაში და "ვირტუსის" დასანანი მარცხი "ჟალგირისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-17 ტურში სტუმრად "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" ლიეტუვის "ჟალგირისს" უმასპინძლა. ეს გუნდი ბოლონიელების უშუალო კონკურენტია პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. თუმცა ლიეტუველებმა გამართული კალათბურთი ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს – 87:77.

თორნიკე შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 23 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა. მის ანგარიშზე 21 ქულაა. შენგელიასთვის ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მან ევროლიგის მატჩებში მოგროვებული პასები 400-ამდე შეავსო.

"ვირტუსს" 18 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და
სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. თავის მხრივ, "ჟალგირისი" 10 მოგებით მეშვიდე პოზიციაზეა. პლეი-ოფში საუკეთესო რვაეული გადის.

GBF

მკითხველის კომენტარები / 13 /
იმის მაგივრად სროლები გაეუმჯობესებინა გააუარესა. ჩვენი კალათბურთელები სროლაში საერთოდ თუ ვარჯიშობენ? ადრე ქულებს ვუთვლიდით ახლა პასებს უთვლით? 23 წუთში კალათბურთელმა 4 ქულაზე მეტი როგორ ვერ უნდა აიღოს ვერ ვხვდები, ყველა ააცილა თუ ბურთს გიპნოზ უკეთებდა? ამის დაღმასვლა წითელ არმიის შემდეგ დაიწყო და მგონი შეუქცევადი გახდა. ჩამოვა მერე და უკაპიტენებს გაფარჩაკებულ ნაკრებს. სირცხვილს დაემსგავსა მთელი ნაკრები.
G.LA
10:58 11-01-2023
2
როგორც ჩანს შენგელიამ საუკეთესო კალათბურთი ბასკონიაში ითამაშა!!აწი ვეღარაფერს ითამაშებს
ბექა
14:12 11-01-2023
0

სიახლეები პოპულარული