ევროლიგის მე-19 ტურში "ვირტუსმა" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 85:83 დასრულდა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 11 ქულით (4/7), 5 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
ბოლონიელთა შემადგენლობიდან საუკეთესო მილოშ ტეოდოშიჩი გახლდათ, რომელმაც 21 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბერძნების მხრიდან საშა ვეზენკოვმა გუნდს 22 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
ამრიგად, "ვირტუსი" 8 გამარჯვებითა და 11 წაგებით ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 15 იანვარს, "ვენეციასთან" გამართავს, 19 იანვარს კი "პანათინაიკოსს" უმასპინძლებს.
"ოლიმპიაკოსი" 12 მოგებითა და 7 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო 20 იანვარს, მადრიდის "რეალთან" ჩაატარებს.