შენგელიას 15 ქულა და “ვირტუსის” ერთქულიანი გამარჯვება მძიმე ბრძოლაში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" იტალიის სერია A-ში ბოლო ორმატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. "ვირტუსმა" ბოლონიაში “ვენეცია” ისტუმრა და მძიმე ბრძოლაში, ბოლო წამებზე, მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 79:78. ამ გამარჯვებაში შენგელიამ სოლიდური წილი დაიდო. ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიაზე მეტი, 17 ქულა, მხოლოდ დანიელ ჰაკეტიმ ჩააგდო.

"ვირტუს ბოლონიამ" 15 ტურში 12 მოგება მოაგროვა და სერია A-ს უმთავრეს კონკურენტ "ოლიმპია მილანოსთან" ერთად ლიდერობს. შენგელიას კლუბი მომდევნო მატჩს 22 იანვარს სტუმრად "ბრინდიზისთან" გამართავს.

GBF

alt"გასულ ზაფხულს NBA-ში დაბრუნებას ვგეგმავდი" - თორნიკე შენგელია იტალიაში დარჩენის მიზეზს განმარტავს

altთორნიკე შენგელიას 1000 მოხსნა ევროლიგაში

altთორნიკე შენგელია: ენერგია დილიდანვე იგრძნობოდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული