ევროლიგის მე-20 ტურში "ვირტუს ბოლონიამ" "პანათინაიკოსს" უმასპინძლა და 74:64 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ თავი 16 ქულით (5/9 თამაშიდან, 5/6 საჯარიმო ხაზიდან), 2 მოხსნით, 7 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ქართველ კალათბურთელს მხარი მილოშ ტეოდოშიჩმა აუბა, რომელმაც 12 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ბერძნული გუნდიდან საუკეთესო ნეიტ უოლტერსი გახლდათ, რომელმაც გუნდს 15 ქულა, 1 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ვირტუსი" 9 მოგებითა და 11 წაგებით მე-13 პოზიციას იკავებს. ევროლიგიდან პლეი-ოფში საუკეთესო შედეგის მქონე 8 გუნდი გადის. მე-7 და მე-8 ადგილზე მყოფ "ბასკონიასა" და თელ-ავივის "მაკაბის" 11 გამარჯვება და 9 წაგება აქვთ. ბოლონიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 იანვარს, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარებს.