ევროლიგის 21-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და 91:84 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ მოედანზე 28 წუთი გაატარა რა დროშიც თავი 8 ქულით (2/2 საჯარიმო, 3/4 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 4 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
საუკეთესო მექულეები მილოშ ტეოდოშიჩი (14 ქულითა და 9 ასისტით) და აიზია კორდინიე (14 ქულა და 2 მოხსნა) გახდნენ.
მასპინძლების შემადგენლობიდან აუგუსტინ რუბიტმა გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, ორივე გუნდს მოგება-წაგების თანაბარი ბალანსი აქვს, 21 ტურის შემდეგ 9 გამარჯვებითა და 12 მარცხით მე-13-მე-14 პოზიციებს ინაწილებენ.
"ვირტუსი" მომდევნო შეხვედრას 1-ელ თებერვალს "ცრვენა ზვეზდასთან" გამართავს.
"ბაიერნი" 31 დეკემბერს "ვალენსიას" ესტუმრება.