"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

AutoSharing Option
დღეს, 9 თებერვალს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მიმდინარე სეზონში მოთამაშეთა გაცვლის ბოლო დღეა. The Athletic-ის ინფორმაციით, "ინდიანა პეისერსმა" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა.

ამგვარად, გოგა თავისუფალი აგენტი გახდა და სულ მალე ახალი გუნდის ძებნას შეუდგება. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 23 წლის კალათბურთელი.

ტრეიდის ბოლო დღეს ბითაძის სხვა კლუბის კალათბურთელში გაცვლას ვარაუდობდნენ, თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი გაუწყვიტეს.

იმავე გამოცემამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "პეისერსმა" ჯორდან ნვორა დაიმატა.

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით
ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

altგიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"

alt"ინდიანამ" ბითაძეს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივა

altბითაძე მძიმე დაზიანებას გადაურჩა - ითამაშებს ესპანეთთან?

მკითხველის კომენტარები / 25 /
ერთი შეხედვით ძალიან ცუდი ამვავი მოხდა რომ გამოუშვეს გუნდიდან მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგი და უმაგრესი ამბავია ! ძლივს მოშორდა იმ ბლერებს და ეხლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სადაც უნდა იქ წავა და რაც მთავარია ნაკრების თამაშებისთვისაც თავისუფალი იქნება !
zura222
13:29 10-02-2023
0
წესით 23 და 26 თებერვლის თამაშებზე ნაკრებში უნდა ჩამოვიდეს, სადმე თუ არ აილეწა. ევრობასკეტამდე ტრამვა რომ მიიღო არსაიდან. იმედია ასეთი თემა აღარ იქნება.
დააT
12:57 10-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული