"მილუოკი ბაქსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 119:106 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა (1/3 ორქულიანი, 0/1 სამქულიანი), 3 მოხსნა (2 მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო გახდა, რომელმაც აქტივში 35 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
მასპინძელთა მხრიდან ბრენდონ ბოსტონმა გუნდს 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
პოლ ჯორჯმა თავი 19 ქულით, 11 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად,
"ბაქსი" 39 გამარჯვებითა და 17 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 15 თებერვალს, "ბოსტონ სელტიკსთან" გამართავს.
"კლიპერსი" 31 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 15 თებერვალს კი "გოლდენ სტეიტ უორიორსს" დაუპირისპირდება.