ოფიციალურად: ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "ორლანდოს" პრესსამსახური ავრცელებს.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 23 წლის კალათბურთელი 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, "მეჯიქმა" რამდენიმე დღის წინ ცენტრი მო ბამბა "ლეიკერსში" გაცვალა, სანაცვლოდ კი გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი მიიღო.

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

"ორლანდო" 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. 

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა

ბითაძეს [VIDEO]

alt"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვა ვა ვა მაგარი ამბავი
0
იმედია გოგა კითხულობს კომენტარებს და ნახავს ამას. 3 კვირის წინ დავესწარი ორლანდოს თამაშს, ვაშინგტონში ვიზარდზსათან. იმდენად უფერული იყო ორივე გუნდი, რომ არ მცოდნოდა სად ვიყავი ვერ ვიფიქრებდი NBA - ს თამაშზე ვარ თქო. სუსტმა ვიზარდსმა დიდი სხვაობით მოუგო უფრო სუსტ ორლანდოს. რატომ ვწერ ამას, ორლანდოს ეს სისუსტე გოგასთვის შანსია, რომ გუნდი წამოაყენოს და მე ვიტყოდი ბოლო შანსია გოგასთვის თავისი სიტყვა თქვას დიდ კალათბურთში. საშუალო გუნდიდან მოხვდა ალბათ ლიგის ერთ-ერთ უსუსტესს გუნდში, მაგრამ ჯერ ისევ ხომალდზეა. ხდება ხოლმე ცხოვრებაში up and down, და ეხლა ეს უნდა იყოს ერთი ნაბიჯი უკან, მზადება გადადგა ორი ნაბიჯი წინ. შენ შეიძლება მიწაზე მაღლა ახტე ევროპაში, მაგრამ თუ გინდა ვარსკვლავებს მიწვდე ეგ მარტო NBA ში ხდება და ეგ არავისგან გესწავლება. გამოიყენე ეს შანსი და უბრალოდ იშრომე, იშრომე, იშრომე ბევრი. საქართველო და ქართველი გულშემატკივარი ბევრს ელოდება შენგან, თუმცა ჩვენ დამარცხებულიც გვეყვარები, მაგრამ გამარჯვებული უფრო.
ბოლოს მაინც მინდა დავამატო, ცნობილი ფრაზა ქართველ ფეხბურთლებზე, რომ მათი გაქანება "BMW- ს ძრავს ვერ ცდება", რაც სამწუხაროდ ხშირად მართლდება, იმედია ეს გამოთქმა კალათბურთელების შემთხვევაში ბრენდული ტანსამლის ონლაინ სთორებს ვერ ცდებაო არ იტყვიან.
წარმატებები და მეტი შრომა..
ქართველი გულშემატკივარი
10:46 14-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული