ოფიციალურად: ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე კარიერას "ორლანდო მეჯიქში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად "ორლანდოს" პრესსამსახური ავრცელებს.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 23 წლის კალათბურთელი 35-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, "მეჯიქმა" რამდენიმე დღის წინ ცენტრი მო ბამბა "ლეიკერსში" გაცვალა, სანაცვლოდ კი გამთამაშებელი პატრიკ ბევერლი მიიღო.

შეგახსენებთ, ბითაძე "ინდიანამ" 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია. გოგამ "პეისერსის" მაისურით ჯამში 170 მატჩი გამართა, საშუალოდ კი 4.8 ქულას, 2.8 მოხსნასა და 0.8 პასს აგროვებდა.

"ორლანდო" 24 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. 

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა

ბითაძეს [VIDEO]

alt"ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი ამას ქვია ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო @ ორლანდოს სამი ძლიერი ცენტრი ყავს და მეოთხე ცენტრად წავიდა იქ თუ როგორ უნდა მიიღოს სათამაშო წუთები ? რაა გამთამაშებლად ითამაშებს ? თუ მოსწონს სკამზე ჯგომა ? @@
zura222
22:06 14-02-2023
1
გოგა, გილოცავთ!
ვიცი ბევრს შრომობთ, მაგრამ მე მინდა გისურვოთ მეტი ამბიციურობა და გაბედულება მოედანზე... მეტჯერ გარისკეთ და ისროლეთ სამიანები... თქვენ მხოლოდ კარგი ჩამშლელი არ ხართ... გთხოვთ, თქვენს თავზე ხშირად აიღეთ სადავეები... წარმატებები...
გიორგი 50
12:35 14-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული