იტალიის თასის ფინალში "ბრეშამ" სენსაციურად დაამარცხა თორნიკე შენგელიას "ვირტუსი"

AutoSharing Option
ეს ყველაფერი კონკიას ამბავს ჰგავს. იტალიის თასს რიგითი გამარჯვებული ჰყავს. "ბრეშამ" მეოთხედფინალში "მილანს" სძლია, ნახევარფინალში – "პეზაროს", ფინალში კი თორნიკე შენგელიას "ვირტუსს" 84:76 მოუგო და ბოლონიელები ტიტულის გარეშე დატოვა.

აღსანიშნავია, "ბრეშა" თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ლიდერობდა და მართალია, ბოლო მეოთხედში მათი უპირატესობიდან მხოლოდ ქულა დარჩა, გამარჯვებამდე მაინც მივიდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28 წუთი გაატარა, სანამ მე-5 პერსონალურ ფოლს მიიღებდა. თორნიკემ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 5
პასი წაამატა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 13-ს გაუტოლდა.

ბოლონიელებს ვერც ვეტერანი მარკო ბელინელის მორიგმა შედეგიანმა თამაშმა უშველა, რომელმაც 23 წუთში 24 ქულა ჩააგდო.

შეგახსენებთ, რომ შენგელია საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდებში შეუერთდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული