საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გუშინ სტუმრად ნიდერლანდებთან ჩინებულად გაისარჯა, რის შემდეგაც ბოლონიაში დაბრუნდა და "ვირტუსს" ევროლიგის 25-ე ტურში თავისი ყოფილი გუნდის, "ბასკონიას" დამარცხებაში (86:81) დაეხმარა.
შენგელიამ 18:33 წუთში 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
"ვირტუსი" 12 მოგებით მე-12 ადგილზეა და 3 მარტს გასვლაზე "ფენერბახჩეს" შეხვდება.
შენგელია თბილისში გამოემგზვრება და 26 თებერვალს ეროვნულ გუნდს ისლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში დაეხმარება.