გუშინ ნიდერლანდებთან, დღეს "ბასკონიასთან" - შენგელიამ ისევ მაგრად ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გუშინ სტუმრად ნიდერლანდებთან ჩინებულად გაისარჯა, რის შემდეგაც ბოლონიაში დაბრუნდა და "ვირტუსს" ევროლიგის 25-ე ტურში თავისი ყოფილი გუნდის, "ბასკონიას" დამარცხებაში (86:81) დაეხმარა.

შენგელიამ 18:33 წუთში 12 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

"ვირტუსი" 12 მოგებით მე-12 ადგილზეა და 3 მარტს გასვლაზე "ფენერბახჩეს" შეხვდება.

შენგელია თბილისში გამოემგზვრება და 26 თებერვალს ეროვნულ გუნდს ისლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში დაეხმარება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზუსტად ესაა მსღალი პროფესიონალიზმი უმაღლესი დონე..ყველაფერი ამის დაგვირგვინება იქნება ხვალ აუცილებელი გამარჯვების მოპოვება და პირველად ისტორიაში მსოფლუო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გაძღოლა..არა მგონია ეს ფაქტი მსოფლო კალათბურთმა გსნსაკუთრებულად არ აღნიშმოს..ამიტომაა დიდი ჩვენი კაპიტანი..დიდ წარმატებწბ და მრავალ გამარჯვებას გისურვებ თოკო
Bujanga
11:12 25-02-2023
0
საამაყოა თორნიკეს საქციელი რასაც ის ნაკრებისთვის აკეთებს ფაქტიურად ყოველ დღე უწევს გადადრენები და თამაში და ყველგან საუკეთესოა
დათო
08:27 25-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული