"მუდმივად დარბაზშია და თავდაუზოგავად შრომობს" - გოგას შესახებ მწვრთნელმა და თანაგუნდელმა ისაუბრეს

AutoSharing Option
როგორც მოგახსენეთ, დღეს, გამთენიისას, "ორლანდო მეჯიქი" "მილუოკის" დაუპირისპირდა და 123:134 დამარცხდა, მასპინძელთა ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ კი მოედანზე 20 წუთი გაატარა და გუნდს 12 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

მატჩის შემდეგ ბითაძის შესახებ "ორლანდოს" მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ და გამთამაშებელმა კოულ ენტონიმ ისაუბრეს.

"ბითაძე სოლიდურად გამოიყურება, ბლოკებს კარგად აყენებს, შეტევაში კი მუდამ აქტიურობას ცდილობს. თანაგუნდელებს მისი მოქმედებები მეტ სივრცეებს აძლევს", - განაცხადა ჯამალ მოსლიმ.

"გოგას შესანიშნავი მონაცემები აქვს. ქართველი ძალიან ჭკვიანია, მუდამ სავარჯიშო დარბაზშია და განვითარებისთვის ბევრს
შრომობს. ბრწყინვალე მოთამაშეა", - განაცხადა კოულ ენტონიმ.

"ორლანდოს" 27 მოგების წილ 39 მარცხი აქვს და პლეი-ინში გასასვლელად იბრძვის. მორიგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 10 მარტს შინ, "იუტა ჯაზთან" გამართავს.

altგოგა ბითაძის 12 ქულა და 8 მოხსნა "მილუოკისთან" მატჩში

alt"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარია ძაან წარმატებები
მოქალაქე
15:35 08-03-2023
0
ინდიანაში რომ მივიდა,ევროპისაგან სრულიად განსხვავებულ გარემოში მოხვდა და ადაპტაცია გაუჭირდა.დღეს უკვე აქვს გამოცდილება,იცის რა შეეშალა,რაში სწორად მოიქცა,იქაურების ფსიქოლოგიაც გამოცანა აღარ არის მისთვის და დაწმუნებული ვარ,გაცილებით უკეთეს გოგას ვიხილავთ,მომავალში.რაკი მისი შრომისმოყვარეობა და ჭკუა დაინახეს,ესე იგი საქმე კარგად მიდის.მთელი სეზონით გადაღლილი არ არის,სათამაშო დროსაც აძლევენ და ფორმაში მალე ჩადგება,მერე კი,მსოფლიოს ჩემპიონატიც მოვა და მისი დახმარება,ჩვენი ნაკრებისათვის, უდაბნოში გაწვდილი წყალივით დროული და სასიცოცხლო იქნება.წარმატებები გოგა!
სოსო
19:23 08-03-2023
0

სიახლეები პოპულარული