გოგამ 20 წუთზე მეტხანს ითამაშა - "ორლანდო" "ჯაზთან" 5 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 129:124 დასრულდა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 20:45 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 3 ქულით (1/3), 5 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.

პაოლო ბანჩერომ 26 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მარკელ ფულტსმა 25 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სტუმართა შემადგენლობიდან ლაური მარკანენმა გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 27
მოგებითა და 40 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 12 მარტს, "მაიამი ჰიტთან" ჩაატარებს.

"იუტა ჯაზი" 32 გამარჯვებითა და 35 მარცხით დასავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება, იმავე 12 მარტს კი "შარლოტ ჰორნეტსს" შეხვდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
2 წუთში 3 ქულა მისი გუნდის ჩაგდებული 124 ქულიდან? ძალიან მაგრა უთამაშია!
aburjga
11:49 10-03-2023
1
ძალიან არასტაბილურია,ერთ თამაშს ითამაშებს და მეორე მესამე თამაშს 2-3 ქულაზე მეტს ვერ აკეთებს, ამიტომაცაა ნბაში რომ ვერ დამკვიდრდა... ძალიან სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, იმედია ბოლოს და ბოლოს გაიხსნება და უფრო სტაბილური გახდება
pirlo
13:29 10-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული