კორსანტიას 19 ქულა, 20 მოხსნა და მისი "გოსტივარის" გასვლითი გამარჯვება "შტრუმიცასთან"

AutoSharing Option
ზედიზედ მეორედ, გიორგი კორსანტია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საქართველოს ნაკრების წევრი ჩრდილომაკედონიური "გოსტივარის" ღირსებას იცავს, რომელმაც მორიგ ტურში სტუმრად "შტრუმიცას" დაძაბულ ბრძოლაში – 79:72 სძლია. მატჩის გმირი ქართველი ფორვარდი გახდა, რომელმაც 34:25 წუთში 19 ქულა, 20 მოხსნა, 3 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.

კორსანტიამ 14-დან 7 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ის
მატჩის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის მფლობელიც გახდა.

"გოსტივარმა" 11 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. კორსანტიას კლუბი საპლეიოფო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და მიზნის მიღწევის საკმაოდ კარგი შანსიც აქვს, რადგანაც მე-3 პოზიციაზე მყოფ TFT-ს მხოლოდ 1 წაგებით ნაკლები აქვს. "გოსტივარი" მომდევნო მატჩს 18 მარტს, შინ, "კუმანოვოსთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაკრებში რატო არ გამოიძახეს ისლანდიასთან,საინტერესოა ბევრ საქმეს გააკეთებდა და მოგვაგებიებდა.ბევრს ჯობია ვინც არიან ნაკრებში.
აბდულაი
08:51 14-03-2023
0
ახალგაზრდებს უნდა მივაწვეთ
გურჯი
19:05 14-03-2023
0

სიახლეები პოპულარული