მამუკელაშვილის პირველი სასტარტო "სან ანტონიოში" და რეკორდულად მეტი – 33 წუთი მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანდრო მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი "სან ანტონიო სპურსში". ქართველ ფორვარდს ახალ გუნდში სათამაშო დრო მანამდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაეზარდა, თუმცა ბოლო მატჩში მას საშუალოზე გაცილებით მეტხანს მოუწია მოედანზე ყოფნა. ამას ხელი "სან ანტონიოს" ნიგერიელი ფორვარდის, ჩარლს ბასის ტრავმამაც შეუწყო, რის შემდეგაც მამუკელაშვილმა "ორლანდოსთან" წინა მატჩში რეკორდულად მეტი – 21:29 წუთი ითამაშა, გასულ შეხვედრაში კი ეს შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

სანდრომ "დალას მავერიკსთან" ოვერტაიმში წაგებულ მატჩში მოედანზე 33:15 წუთი დაჰყო. მან თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე მთელი დამატებითი 5 წუთიც გაატარა. ის
მოედანზე იყო რეგულარული დროის ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ყველაზე დაძაბული ეპიზოდები გათამაშდა. მამუკელაშვილმა რეგულარულის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე სამქულიანი ჩაგდო, რითაც "სან ანტონიო" 117:114 დააწინაურა, თუმცა თამაშის ძირითადი 48 წუთი ფრედ დასრულდა და ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც მასპინძელმა "დალასმა" 137:128 იმარჯვა.

მამუკელაშვილს საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა ამ მომენტში ყველანაირ ციფრზე მნიშვნელოვანი ის ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც ქართველმა ფორვარდმა მოედანზე ყოფნის 33 წუთით და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის რჩევებით მიიღო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანდრო მოედანზე ყველაზე დაძაბულ მომენტებში იდგა და თამაშის ამინდს ქმნიდა. მან მთელი ოვერტაიმი ითამაშა, რომლის დაწყებისას სადავო გდება მოიგო, ბურთი ორჯერ მოხსნა და თითო სროლა – (სამქულიანი და დამატება) ააცილა.

მამუკელაშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი. მამუკელაშვილს მოედანზე გატარებულ 33:15 წუთში (მეორე შედეგი "სან ანტონიოში") ბურთი არ დაუკარგავს. მასზე მეტი, 36 წუთი მხოლოდ კელდონ ჯონსონმა ითამაშა, რომელიც გუნდის ლიდერია და ამჯერადაც საუკეთესო იყო: 27 ქულა, 8 მოხსნა.

მორიგ მატჩში, 18 მარტს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი "სან ანტონიო" ერთ-ერთ ლიდერს, "მემფისს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თანამედროვე გამართულ კალათბურთს თამაშობს და რაც მთავარია მესამე კაცია ნაკრებში ვისაც სროლის დროს ხელი არ უკანკალებდა ამ სამთან მიახლოებული სამი სათადარიგოც რომ გვყავდეს ნაკრები ნამდვილად კონკურენტ უნარიანი იქნებოდა მსოფლიოზე თუმცა წესიერი მწვრთნელი ჯგუფში დიდ განაცხადს გააკეთებდა და კიდე წყალბურთელების უდიდეს გამარჯვებას რატო აიგნირებთ?
კახა
00:12 17-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული