8 წუთში გოგამ 2 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება დააგროვა - "ორლანდო" მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნბა-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 70-ე მატჩი გამართა გოგა ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელები „ფინიქს სანსს“ ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში 113:116 დამარცხდნენ.

მატჩის ბომბარდირი ორლანდოელი ფულცი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო: 8 წუთი, 2 ქულა, 2 დაფარება, 5 მოხსნა, 1 პასი. მისი მოედანზე ყოფნისას „მეჯიქი“ +9-ით დაწინაურდა. ეს გახლდათ საუკეთესი მაჩვენებელი სტუმართა შორის.

„ორლანდოს“ 70 მატჩიდან 28 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცამეტე ადგილზეა. მომდევნო თამაშს 18 მარტს სტუმრად „კლიპერსთან“ გამართავს.

GBF
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გოგას მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=WiN_t23jBVQ
ქ. გ.
12:40 17-03-2023
0
ორლანდო 9 ქულას აგებდა, როდესაც გოგა შევიდა. ანგარიში გათანაბრებული იყო, როდესაც გოგა გაიყვანეს. ორლანდომ სამი ქულით წააგო.
ზაქრო
11:34 17-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული