ბითაძის 2 ქულა 6 წუთში - "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 119:106 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა გოგა ბითაძემ მოედანზე 6 წუთი გაატარა და თავი 2 ქულით გამოიჩინა.

"ბრუკლინის" მხრიდან საუკეთესო მიკალ ბრიჯისი გახდა, "ნეტსის" ლიდერმა 44 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"ორლანდოს" რიგებიდან კოულ ენტონიმ გუნდს 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

"მეჯიქის" მსუბუქმა ფორვარდმა ფრანც ვაგნერმა 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ამრიგად, "ორლანდო" 32 მოგებითა და 43 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13
ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მორიგ მატჩს 29 მარტს "მემფისის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბრუკლინი" 40 გამარჯვებითა და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "ნეტსი" 30 მარტს "ჰიუსტონ როკეტსს" შეხვდება.

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

 

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ მის თამაშებს ვერ ვუყურებ, მაგრამ ფაქტია რომ ვერ თამაშობს სათანადო დონეზე, მიტომ აძლევენ ასე მცირე სათამაშო დროს, მოსამატებელი აქვს თორემ საერთოდაც შეიძლება არ ათამაშონ და დასვან სათადარიგოზე, თუ ენბეაში ვერ გაქაჩავს, დროულად წამოვიდეს ევროპაში, უკეთესი იქნება, შენგელია არავისზე ნაკლები იყო, მაგრამ რომ არ გამოუვიდა იქ, დაბრუნდა ევროპაში და ვარსკვლავად იქცა

Ps აგერ მამუკელაშვილი რომ თამაშობს კარგად, ძირითადშიც ათამაშებენ, საკმაო დროსაც აძლევენ და ისიც ამართლებს იმედებს
Nukri
14:48 27-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული