სანდრო მამუკელაშვილმა "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. "სან ანტონიო სპურსი" "დალას მავერიქსს" ესტუმრა და 138:117 გაიმარჯვა. ტეხასელთა რიგებიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა. სანდრომ მოედანზე 31:27 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

"დალასიდან" ჯეიდენ ჰარდიმ გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "სპურსმა" რეგულარული სეზონი 22 გამარჯვებითა და 60 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულა და საპლეიოფო ზონის მიღმა აღმოჩნდა.

"მავერიქსმა"
38 მოგებითა და 44 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლა ვერც მეორე ტეხასურმა გუნდმა მოახერხა.

altსანდრომ მოედანზე 21 წუთი გაატარა - "სპურსმა" "პორტლენდი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

altსანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

altსანდროს 17 წუთი და გამარჯვება დასავლეთის ერთ-ერთ ლიდერთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ორმაგ დუბლსაც გააჩნია, 23 ქულა სხვა ამბავია. გასაგებია რომ გადამწყვეტი და დაძაბული სიტუაცია არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ასეთ თამაშებში უნდა გამოიჩინოს თავი ნდობის მოსაპოვებლად. პასებსაც კარგად არიგებდა
nika
08:53 10-04-2023
0
ყოჩაღ სანდრო, გილოცავ,ძალიან გაგვახარე, წარმატებებს გისურვებ.
Mr.kostaia
10:25 10-04-2023
0

სიახლეები პოპულარული