"მონაკო" და "ვილერბანი" კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ ევროლიგაშიც ასპარეზობენ. უფრო ზუსტად, "ვილერბანმა" ამ ტურნირის რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ სეზონი დაასრულა, "მონაკო" კი პლეი ოფში გავიდა და უახლოეს ამოცანად ოთხთა ფინალში მოხვედრა აქვს. პლეი ოფის პირველ წრეში საშა ობრადოვიჩის გაწვრთნილი მონაკოს მეტოქე თელ-ავივის მაკაბია.
მარკოიშვილი პირველი სეზონია, მონაკოშია, სადაც საშა ობრადოვიჩს
საფრანგეთის ლიგის თასი მარკოიშვილისთვის მონაკოში მოგებული პირველი ტიტულია. მისი კლუბი საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ლიდერია და ქვეყნის ჩემპიონობის მოგებაც აუცილებლად მოსაგებ ტიტულთა სიაში ჰყავს შეყვანილი, თუმცა არანაკლები ამბიცია გააჩნიათ მონაკოელელებს ევროლიგაში, სადაც რეგულარული 21 მოგებითა და 13 მარცხით, მე-4 ადგილზე დაასრულეს და პლეი ოფში 25 აპრილიდან მაკაბისთან დიდი ბრძოლა მოელით.
რაც შეეხება საფრანგეთის თასის ფინალს, მონაკომ ვილერბანი დამაჯერებლად – 90:70 დაამარცხა
GBF.GE