თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" პლეი-ოფის მესამე მატჩში სტუმრად 100:95 დაამარცხა "ბრინდიზი", სერია 3:0 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
შენგელიამ 25 წუთში 17 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ის სარგებლიანობის 25-იანი კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო იყო.
ნახევარფინალში შენგელიას გუნდი "ტრენტოსა" და "დერტონას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.