იტალიის სერია A-ს ფინალურ სერიაში მილანელები დაწინაურდნენ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში ტრადიცია არც მე-5 მატჩში დაირღვა და მატჩის მასპინძელმა გაიმარჯვა. თორნიკე შენგელიას "ვირტუსს" "ოლიმპიამ" მილანში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:72 დაამარცხა. სერიაში ანგარიში 3:2 გახდა მილანელთა სასარგებლოდ, რომლებიც ჩემპიონობას 1 მოგებით მიუახლოვდნენ.

საქართველოს ნაკრების კაპიტანს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებშედეგიანი მატჩი ჰქონდა. შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ბოლონიელთა რიგებში 17
ქულით საუკეთესო მარკო ბელინელი იყო, მილანელებს კი 22 ქულით შევონ შილდსმა ულიდერა.

სერიის მე-6 მატჩი ბოლონიაში, "ვირტუსის" მოედანზე 21 ივნისს გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსეთში გადასვლამდე დაფრინავდა,ახლა კი ფაქტიურად დაამთავრა კალათბურთის თამაში!!!!
0
მაგარ ფორმაში ხვდება მსოფლიოს ჩემპიონატს!!!!!ასე შორს ვერ გავფრინდებით!
გიორგი
10:11 21-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული