"მილანმა“ სერია 4:3 მოიგო და ოცდამეათედ გახდა ჩემპიონი.
მასპინძლები პირველ მეოთხედში 15 ქულით დაწინაურდნენ (21:6), მეორე პერიოდში სტუმრებმა ანგარიშის 9 ქულამდე შემცირება შეძლეს. დიდი შესვენების შემდეგ ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა, უფრო მეტს ბოლონიელები, მილანელები დასკვნითი პერიოდის წინ 14 ქულით გავიდნენ წინ და მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე.
შენგელიამ 32 წუთში 13 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 4 მოხსნა და 3 პასი მითვალა, 2-ჯერ ჩაჭრა და 6-ჯერ დაკარგა ბურთი. მასზე შედეგიანი 16 ქულით მხოლოდ მილანელი ლუიჯი დატომე იყო.