გოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

AutoSharing Option
გოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა. ქართველი ცენტრი მომავალ სეზონს ფლორიდულ კლუბში გაატარებს. მას "ორლანდოსთან" 1+1-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომლის ნახევარი სეზონის დასრულებასთან ერთად გავიდა. ორლანდოელებმა კონტრაქტის ის პუნქტი აამუშავეს, რომლის ძალითაც 23 წლის ქართველი ფორვარდი 2023-24 წლების სეზონსაც მათთან გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე "ორლანდოში" თებერვალში, "ინდიანა პეისერსიდან" გაცვლით გადავიდა, სადაც მანამდე სეზონის 21 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ქართველმა ცენტრმა "მეჯიქის" 35-ნომრიანი მაისურით 17 შეხვედრაში (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა, მისი საშუალო სტატისტიკა კი 5.8 ქულა, 5.2 მოხსნა, 1.2 პასი და 0.9 დაფარება იყო.

იმ შემთხვევაში კი, თუკი ივნისის ბოლომდე "ორლანდო" ბითაძესთან თანამშრომლობას არ გააგრძელებდა, ქართველი ცენტრის დამატებაზე უპირატესობა "ინდიანას" მიენიჭებოდა, ხოლო სხვა კლუბებისთვის ის თავისუფალი აგენტი იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი NBA-ში 2019 წლიდან თამაშობს, როდესაც დრაფტზე "ინდიანამ" მე-18 ნომრად აირჩია. მანამადე გოგა "ჰიუნდაის", თბილისის "ვითას", სერბული "სმედერევოსა" და "მეგა ბიმაქსი"ს და მენტენეგროს "ბუდუჩნოსტის" ღირსებას იცავდა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია ყველაფერი არის კიდეც ბაზები და აკადემიები მაგრამ ყველასთვის მისაწვდომი არ არის...მარტო მილიონრების კალათბურთის მამების შვილებისთვის და მათი მეგობრებისთვის არიას.ჩემი ბავშვი ასაკობრივი ვარჯიშობდა და ვარჯიშებზე აგებდნენ მწვრთნელები მაგარმ სია რომ ამოიკითხეს არ მოხვდა.იმიტომ რომ მე არ ვარ კალათბურთელი და არც მეგობარი და ფული მაქვს.
აბდულა
21:31 30-06-2023
1
Რემბოევიჩ დროა უკვე ვაჩვენოთ ხალხს ჩვენი შესაძლებლობები.მიდი შაუბერე კახურად,ჯიგრულად,ყოჩაღოოოო
jordan beli
19:19 30-06-2023
1

სიახლეები პოპულარული