გოგას შედეგიანი 9 წუთი - "ორლანდომ" "პელიკანსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პრესეზონის პირველი მატჩი გამართა "ორლანდომ". "მეჯიქი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 122:105 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მოედანზე 9 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 7 ქულით (2/2 საჯარიმო, 1/2 ორქულიანი, 1/2 სამქულიანი), 4 მოხსნითა (2 მეტოქის ფარზე) და 2 დაფარებით გამოიჩინა.

"პელიკანსის" შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა 14, ზაიონ უილიამსონმა და სიჯეი მაკალუმმა კი 12-12 ქულა ჩააგდეს.

"ორლანდო" მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს, "კავალიერსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გეწყინოთ მაგრამ გოგას კარიერას წარმატებულს ვერ ვუწოდებ. წარმატებაში თუ იმას ჩავთვლით რომ ის ამერიკაში თამაშობს მაშინ კი ბატონო, მაგრამ ვერ გახდა ვერც ერთი გუნდის ძიროთადის წევრი, არ აქვს მნიშვნელოვანი სტატისტიკა. სულ რამდენიმე წუთი თამაში არ არის სიხარულის საფუძველი. სათამაშო დროის ნახევარს მაინც რომ ატარებდეს მოედანზე და მინიმუმ 20 ქულა და 10 მოხსნაზე მეტი ქონდეს იქნებოდა ნამდვილად რეალურად სასიხარულო. წარმატებები გოგას, არ იფიქრო რომ ბოროტად გაკრიტიკებ, პირიქით მინდა რომ უმაღლესი კლასის მოთამაშე გახდე
Patrioti
15:32 11-10-2023
2
5 წელია ნბა-შია და მაგის სათამაშო დრო 48 წუთიდან სულ 8-9 წუთი როგორაა? ევროპაში მაინც წავიდეს..
ჯერ სად ხარ
13:08 11-10-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული